ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სიცოცხლით თამაში

0 ხმა

ქეთი მატარაძე

ბიოგრაფია

ქეთი მატარაძე, 22 წლის.

დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ქუთაისში, ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი ჰობი ხატვა იყო, წერა არასდროს მიტაცებდა, თუმცა ყოველთვის დიდი წარმოსახვა მქონდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ხატვა კითხვამ შეცვალა. მიყვარს, როდესაც წიგნის საშუალებით სხვა სამყაროში გადავდივარ და ცოტა ხნით მაინც ვწყვეტ რეალობასთან კავშირს. მწერლობაზე კი არასდროს მიფიქრია, ყველაფერი თავისით მოვიდა.

არასდროს არ ვარ ჩემი თავით კმაყოფილი, თუნდაც ნახატის შექმნისას ან რაღაცის დაწერისას, ყოველთვის ვფიქრობ, რომ უკეთესი შემიძლია და ვცდილობ მაქსიმუმი გავაკეთო. როგორც მხატვარს მუზის გარეშე ხატვა არ შეუძლია, ისე მწერალსაც არ გამოსდის წერა, მეც სწორედ ასე დამემართა, მაგრამ ერთ დღესაც მუზა დამიბრუნდა და გადავწყვიტე დამეწერა ძალიან განსხვავებული, ჩემი პირველი რომანი, რომელიც ინტრიგით, დრამით და სიყვარულით იქნებოდა აღსავსე, რომლის წაკითხვის შემდეგაც, აღარ ვიტყოდი: "არა, ეს საკმარისი არ არის... თითქოს რაღაც აკლია...". ვფიქრობ, მე ეს შევძელი.

სინოპსისი

ელისაბედის ცხოვრება ისე არ წარიმართა, როგორც თვითონ გეგმავდა, მისი მეგობარი ანა კი ელისაბედის საოცნებო სამსახურს სამხრეთ კორეაში პოულობს და ცდილობს მეგობრის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. ელისი მზადაა ეს შანსი გამოიყენოს, თუმცა იქ წასვლით ჯოჯოხეთის კარი შეაღო.

მისი ცხოვრება ჩვეულებრივი იყო, მაგრამ ყველაფერი დაფარული ნომრიდან გამოგზავნილი შეტყობინებით იწყება. ელისაბედის გარშემო ადამიანები კვდებიან ან სიკვდილს სასწაულებრივ აღწევენ თავს, ამ ყველაფერს კი აიდოლის ნიღბის უკან დამალული ფსიქოპათი აკეთებს, რომელიც ელისაბედს მისი ახლობლების სიცოცხლით ეთამაშება. დამნაშავის პოვნა მხოლოდ გოგონას ევალება, მაგრამ ის ელისის გონებით და გრძნობებითაც თამაშობს. გოგონას მარტო უწევს დამნაშავეს ნიღაბი ჩამოგლიჯოს და ის შეაჩეროს. თუმცა შეძლებს კი ელისაბედი ამას? 

მიმდინარე ტური არ არის აქტიური